მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება

თბილისსა და რუსთავში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების ცენტრებში ხვალიდან მოქალაქეები 50-მდე სერვისით სარგებლობას დისტანციურად, ცხელი ხაზის ან სამინისტროს ვებ-გვერდის საშუალებით შეძლებენ.

მომსახურების ცენტრი დისტანციურ მომსახურებაზე გადადის. დისტანციურ სერვისებს შორისაა საპატრულო პოლიციის ჯარიმებთან და ასევე საპატრულო პოლიციის ნებართვებთან დაკავშირებული მომსახურება.

სერვისებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ნომერზე 2 41 42 42.