ჩოხატაურში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა.
თანამედროვე სტანდარტების შენობა სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. მასში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მოქალაქეები 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სერვისს მიიღებენ. ასევე ისარგებლებენ ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურებით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით.
გახსნაზე იუსტიციის მინისტრი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.