არასამთავრობო ორგანიზაციამ, „მომავალ ლიდერთა ჰაბი“, საკუთარ წევრებთან შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს განხორციელებულ პროექტებსა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ამასთან, განიხილეს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ქვეყანაში უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონს ეხება. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, კანონპროექტის გარშემო შექმნილი აზრთა სხვადასხვაობის გამო, მნიშვნელოვანია საზოგადოებაში საკითხთთან დაკავშირებით განხილვები დაიწყოს, რათა მოსახლეობამდე სწორი ინფორმაცია მივიდეს. ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ, წევრებთან ერთად საერთო ხედვა შეიმუშავა, რომლის შესახებაც საჯარო განცხადებას დღეს, პარლამენტის წინ გააკეთებს.