„მომავალ ლიდერთა ჰაბის“ მიმართვა

არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავალ ლიდერთა ჰაბი“ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება და მოლაპარაკებებში ჩართვისთვის მზადყოფნას გამოთქვამს“, – განცხადება ამის შესახებ ორგანიზაციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოსთან გააკეთეს. მათი განმარტებით, სურთ საჯარო გახადონ ნებისმიერი ფინანსური ინფორმაცია და ორგანიზაციის საქმიანობის მიზნობრიობა. ახალგაზრდული ორგანიზაცია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გარშემო შექმნილი აზრთა სხვადასხვაობის გამო, გამოთქვამს სურვილს დაიწყოს საჯარო განხილვები, რათა სწორი ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას.