მოლოდინები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე

როგორია მოლოდინები კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ქართულ პოლიტიკურ სპექტრში – ოპოზიციაში შიშობენ, რომ უნგრეთის პოზიციამ, შესაძლოა, საქართველოს საკითხზე უარყოფითი გავლენა იქონიოს, თუმცა, იმედს იტოვებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება რეკომენდაციის შესაბამისად მიიღება. ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ხელისუფლებამ სწრაფად უნდა დაიწყოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის წარმართვა – ანუ შეასრულოს ის დათქმები, რომლებიც პარტნიორებმა ქვეყანას განუსაზღვრეს. სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ოპტიმისტური მოლოდინი აქვთ მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ქვეყანა სტატუსს გარანტირებულად მიიღებს, უნგრეთის მხრიდან კი, მათივე თქმით, საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს.