რა გზავნილებს ელოდებიან გერმანიის კანცლერისგან საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები.
როგორც უმრავლესობაში ამბობენ, ვიზიტი დადასტურებაა, რომ საქართველო სანდო პარტნიორია.
დაგეგმილ შეხვედრებზე პარლამენტარები სხვადასხვა საკითხების განხილვას გეგმავენ. მათ შორის რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, დეოკუპაციას, ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივას და ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებას.