კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის კუთხით, მოლდოვა საქართველოსა და უკრაინას ჩამორჩება, – ამის შესახებ ადგილობრივ მედიას მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ნატალია გავრილიცამ განუცხადა. მოლდოვის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, საჭიროა გრძელი გზის გავლა, რომ მოლდოვის კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია მოხდეს.