მოლდოვის წამლის სააგენტომ რუსული ვაქცინა „სპუტნიკ ხუთი“ დაამტკიცა. მანამდე კი, ქვეყნის პრეზიდენტი მაია სანდუ, მოსკოვთან დაახლოებულმა მისმა წინამორბედმა, იგორ დოდონმა ქვეყანაში რუსული ვაქცინის გამოყენების დაბლოკვაში დაადანაშაულა. ეს ბრალდება სანდუს ოფისმა უარყო.
მოლდოვაში ახლა უკვე „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“, ასევე „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან ერთად, გადაუდებელი გამოყენებისთვის რუსული ვაქცინაც დარეგისტრირებულია. მოლდოვა და მეზობელი უკრაინა მდიდარ ევროპულ ქვეყნებს კორონავირუსის ვაქცინების უზრუნველყოფის მხრივ ჩამორჩნენ.
დოდონმა და რუსეთის პირდაპირი ინვესტირების ფონდმა განაცხადეს, რომ რუსეთის ჩათვლით, მოლდოვა 38-ე ქვეყანა გახდა, სადაც რუსული წარმოშობის ვაქცინაა დამტკიცებული.
აღსანიშნავია, რომ რუსული ვაქცინის სტატუსის საკითხი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ჯერ კიდევ განხილვაშია.
მოამბე