მოლდოვას პრეზიდენტის ინიციატივა

მოლდოვის პრეზიდენტი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ მაია სანდუმ მოლდოვის პრეზიდენტად არჩევის სამი წლისთვის აღსანიშნავად გავრცელებულ საგანგებო მიმართვაში განაცხადა. ქვეყნის მეთაურმა მოქალაქეებს ასევე მოუწოდა, რომ 2024 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე მის კანდიდატურას დაუჭირონ მხარი.