საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი მოლდოვაში

საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვაშია – სალომე ზურაბიშვილი მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს ამ წუთებში ხვდება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მაია სანდუსთან მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების წევრებთან ერთადაც მიმდინარეობს. დაგეგმილია შეხვედრები მოლდოვის პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთანაც.

სალომე ზურაბიშვილი თბილისიდან იმ პირველი რეისით გაემგზავრა, რომელიც მოლდოვის სახელმწიფო ავიაკომპანიამ „ეარ მოლდოვამ “ შეასრულა.

თამარ წიკლაური ისაუბრებს პირდაპირ ეთერში მოლდოვადან.