მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი. დეპუტატი წერს, რომ მაშინ, როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მედიატორობს და შეთანხმების გზებს ეძებს, ოპოზიცია მაგიდის ატრიალებას იწყებს. „ევროპის გზავნილი აშკარაა: ან იქცევიან კონსტრუქციულად და პასუხისმგებლიანად, ან რჩებიან სამი ტელევიზიის სტუდიებს შორის მომთაბარე მარგინალებად. ბოლო დღეები ვხედავთ, რომ ჰაერში შეთანხმების სუნი ტრიალებს… და რას აკეთებს ოპოზიცია, ალბათ რიგმა მოუწია და, ამჯერად „ლელოს“ და „ტვ პირველის“ ხელით. რა პასუხისმგებლობაზე და სამშობლოს სიყვარულზეა საუბარი, ერთადერთ მიზნად მოლაპარაკების ჩაშლა რომ გაქვს. ასე იცის, ხალხის ნაცვლად ბაბლზე რომ მუშაობ. “- წერს შალვა პაპუაშვილი.
მოამბე