მოლაპარაკებების პერსპექტივა - მხარეთა პოზიციები

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში უნდა გაიმართოს, თუმცა, მხარეებს შორის კომპრომისული წინადადებები ჯერ კიდევ არ არის წარმოდგენილი. ოპოზიცია გარკვეულ შეთანხმებას ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამგზავრებამდე ელოდება. საკითხი, რაზეც უმრავლესობის რამდენიმე წევრი ნაკლებ კატეგორიული იყო, პლებისციტის ჩატარებას ეხებოდა, თუმცა, გუშინ საღამოს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პლებისციტი წითელი ხაზია. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, უახლოეს დღეებში კომპრომისულ ნაბიჯებს ოპოზიცია გადადგამს. პოლიტსაბჭოს სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის დიალოგის შესაძლებლობა, თვითმმართველობის არჩევნები და ვაქცინაციის თემა.

ოპოზიცია კი კვლავ ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებას ითხოვს. რაც შეეხება პლებისციტს, ეს მათი ძირითადი შეთავაზება არ ყოფილა. ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.

მოამბე