შევლენ თუ არა პარლამენტში ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც, – ამ კითხვას პასუხი მოლაპარაკების მეხუთე რაუნდმა უნდა გასცეს, რომელიც იანვარში გაიმართება. მმართველი გუნდი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“ შეთანხმების მიღწევას გამორიცხავს, სხვა პოლიტიკურ ძალებთან დაკავშირებით კი მათი ოპტიმისტური პროგნოზები ძალაში რჩება. პარტია „მოქალაქეებს“ და „გირჩის“ სამ წევრს მანდატების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტისთვის ისევ არ მიუმართავთ, დანარჩენი პოლიტიკური ძალების განაცხადების განხილვას კი „ქართული ოცნება“ თებერვლამდე, ანუ მოლაპარაკების დასრულებამდე არ აპირებს.