ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე მთავარი საკითხი უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება და ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები იქნება. ამ დროისთვის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს შვიდი მოქალაქე რჩება. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ მოითხოვენ თამაზ გინტურის მკვლელობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებას და მათ უმკაცრესად დასჯას.