მოლოდინი და უცვლელი პოზიციები. მხარეები შეხვედრის და დისკუსიის მზაობას გამოთქვამენ, თუმცა ბუნდოვანია მოსალოდნელი შედეგი. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ხელახალი არჩევნების დანიშვნის გარეშე, დიალოგის გაგრძელებას აზრი არ აქვს. მმართველ გუნდში კი იმედს გამოთქვამენ, რომ მათი ოპონენტები პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებენ.