ვისთან მართავს მოლაპარაკებებს „ქართული ოცნება“. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის წევრებს ორმხრივი კონსულტაციები სულ მცირე ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან ჰქონდა და შეხვედრები დიპლომატების თხოვნით შედგა. მისივე თქმით, ზოგიერთმა დეპუტატმა, რომელიც ამბობს, თითქოს არ უნდა პარლამენტში შესვლა, საფინანსო დეპარტამენტს უკვე მიმართა და ხელფასის ჩარიცხვა მოითხოვა. ვინ რა გზას აირჩევს, დაიწყებენ თუ არა საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პოლიტიკოსები, – თამუნა წიკლაური დეტალებით.