მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის გამართვის თარიღი ისევ უცნობია, თუმცა უკვე გარკვეულია, რომ საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე, პირველივე კვირაში უმრავლესობა ოპოზიციისთვის სადეპუტატო მანდატების გაუქმების საკითხს განიხილავს. შესაბამისად, მხარეებს კონსენსუსის მისაღწევად დაახლოებით ორი კვირა აქვთ. მთავარი სადავო საკითხი კი ისევ ღიად რჩება. მმართველი გუნდი და მათი ოპონენტები პოზიციებს კვლავ არ ცვლიან.