მოლაპარაკებები ბირთვული უსაფრთხოებისთვის

ზამთრის ოლიმპიური თამაშები დასრულდა. თუმცა გაერთიანებული ნახევარკუნძულის დროშის ქვეშ მოასპარეზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ოლიმპიური გუნდები ძალების მოსინჯვას ამჯერად პარაოლიმპიურ თამაშებზე შეეცდებიან.

ორ ქვეყანას შორის შეთანხმება დღეს ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე, დემილიტარიზებულ ზონაში შედგა. ეს ერთადერთი მიღწევა არ არის. ორად გაყოფილ ნახევარკუნძულზე პოლიტიკური ძვრებიც შეინიშნება.