ანაკლიის პორტის დაფინანსებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან შეხვედრა სავარაუდოდ მაისში გაიმართება.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმში ამბობენ, რომ პროცესი დროში გახანგრძლივდა, რაც შემაფერხებელი ფაქტორია პორტის მშენებლობის დასაწყებად.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა მთავრობას რამდენიმე პუნქტიანი პირობა წარუდგინეს. სწორედ ამ თემაზე გრძელდება კონსულტაციები. შეხვედრა კი აპრილში უნდა გამართულიყო, თუმცა ამ დრომდე არ შედგა. ცნობილი გახდა, რომ მთავრობასა და ბანკებს შორის წერილებიც გაიცვალა. ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა კი დღეს მორიგი შეთანხმება გააფორმა ჩინურ კომპანიასთან, რომლისგანაც შიდა საკონტეინერო ამწეებს შეიძენს.