ტრადიცია, რომელსაც პანდემიის დროს ჩაეყარა საფუძველი, გრძელდება.
თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ონლაინ-ფესტივალი „დიოგენე“ სხვადასხვა ქვეყნიდან ნამუშევრებს კიდევ ერთხელ მოუყრის თავს. ფესტივალის წლევანდელი კონცეფცია სიყვარულია.
ფესტივალზე ნაჩვენები იქნება როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური ნამუშევრები. მათგან საუკეთესოს კი მთავარი და სტუდენტური ჟიური ერთად გამოავლენენ.
„დიოგენე 2023“-ის დაჯილდოების ცერემონია 25 ნოემბერს შედგება.