„ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“, – გომბორის მოსამზადებელ ცენტრში მოხალისეთა მეათე ნაკადის შეკრება მიმდინარეობს, რომელიც 30 სექტემბერს დაიწყო და ხუთ დღეს გასტანს. მიმდინარე ნაკადში არიან უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, შშმ პირები, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეები და ვეტერანები. მოხალისეთა მოსამზადებელ პროცესს დაესწრნენ ტიტულოვანი მოჭიდავეები. მათ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს და სარეგისტრაციო ანკეტები შეავსეს.