მოჯტაბა ხამენეის მუქარა ამერიკას
ირანის უზენაესმა სულიერმა ლიდერმა, მოჯტაბა ხამენეიმ უმაღლეს სამხედრო მეთაურებს უბრძანა, აშშ-სა და ისრაელთან განახლებული დაპირისპირებისთვის მოემზადონ. მისივე თქმით, თეირანი მზადაა, მტრების წინააღმდეგ შურისძიების საპასუხო ნაბიჯები განახორციელოს. ამასთან, ხამენეიმ სამხედროებს უბრძანა, განაახლონ პოტენციური სამიზნეების სიები, რათა აშშ-ისა და ისრაელის „ყველა სახის მატერიალური და არამატერიალური აქტივი“ „შეიარაღებული ძალების ხელმისაწვდომობის ფარგლებში მოექცეს“. უზენაესმა ლიდერმა ასევე მოუწოდა სამხედროებს, გააძლიერონ თავიანთი შესაძლებლობები ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ხამენეის განცხადებაში არ არის მითითებული მისი შეხვედრის თარიღი და ადგილი, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მან, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, თავისი უმაღლესი სამხედრო მეთაურები შეკრიბა. ის საჯაროდ არ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ისრაელმა თებერვალში ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყეს. მიმდინარე კვირაში „უოლ სთრით ჯორნალმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მ სპარსეთის ყურის ქვეყნები გააფრთხილა, შუალედური არჩევნების შემდეგ, ირანზე განახლებული დარტყმებისთვის მოემზადონ. Fox-ის ცნობით კი, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პოტენციური სამხედრო ვარიანტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.