მოგზაურობა ვაშლოვანის ნაკრძალში

შემდეგი რეპორტაჟით ვიმოგზაურებთ საქართველოს გამორჩეულ ეროვნულ პარკში.

ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში, ივრის ზეგანზე ზღვის დონიდან 100-900 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს 35 000 ჰა-ზე მეტი ფართობის ვაშლოვანის ნაკრძალი. დაცული ტერიტორიების ტურისტული მარშრუტების ქსელი აქ ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების ფართო არჩევანს იძლევა. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. ადგილზეა შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

რატომ უნდა ვეწვიოთ ვაშლოვანის ნაკრძალს, ნახეთ შალვა სუმბაძის, გიორგი კიკვაძის და გიორგი ცოფურაშვილის რეპორტაჟში.