შეკვეთილში მუსიკოსთა პარკში მდებარე „სოციალური სივრცე“ ავსტრიელი ხელოვანისა და გარემოს დამცველის ფრიდენს რაიხ ჰუნდერ ტვასერის მოძრავ გამოფენას „ბუნების სტუმარს“ მასპინძლობს. ნამუშევრები ეკოლოგიური თემატიკის ნახატებს მოიცავს.
ღონისძიება ოფიციალურად საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, თომას მიულმანის მიმართვით გაიხსნა, რომელიც ამავდროულად პროექტის ერთ-ერთი ინიციატორია. ოფიციალური ნაწილის შემდეგ სოციალური სივრცის სცენა ავსტრიელი მუსიკოსისა და ეკოაქტივისტის მანუ დელაგოს პერფორმანსს დაეთმო. ღონისძიება კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართა.