მოძრაობა „სირცხვილიას“ გამოხმაურება

საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციას მოძრაობა „სირცხვილია“ არ შეუერთდება. როგორც ანა ჭარხალაშვილი ამბობს, პოლიტიკური გადაწყვეტილება 20 ივნისის შემდგომ მიიღება და სწორედ ამიტომ არის ეს თარიღი მნიშვნელოვანი. ასევე, მისი თქმით, პრეზიდენტის ეს ნაბიჯი საზოგადოების გაყოფას ემსახურება, რადგან 20 ივნისის აქცია რამდენიმე კვირით ადრე დაანონსდა.