საზოგადოებრივი მოძრაობის, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო შაქარაშვილი „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ის იპოდრომის ტერიტორიის ერთ-ერთი მეწილის განცხადებაზე მიუთითებს და ამბობს, რომ მისი პოზიციის მიუხედავად, რომ იპოდრომის ტერიტორიაზე ფესტივალი არ გაიმართოს, ღონისძიება მაინც ტარდება. შაქარაშვილი მიიჩნევს, რომ კერძო მესაკუთრეებზე ზეწოლა ხორციელდება.