მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება, მოძრაობა „ლელო“ ეხმაურება.
მოძრაობის ლიდერის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მზად არის საკუთარ ხალხს დაუპირისპირდეს. მოძრაობაში ფიქრობენ, რომ ერთადერთი გამოსავლი 2020 წლის არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით ჩატარებაა.