სასტუმრო „რუმსში“ მოძრაობა „იყავი აქტიური საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი 2018 წელს არაერთ სპორტულ ღონისძიებას მოიცავს და ცხოვრების ჯანსაღი წესის განვითარებას და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით გარბენების სერიები, კონფერენციები და სხვადასხვა ღონისძიებები არის დაგეგმილი.
პროექტი საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.