სასტუმრო „რუმსში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

ხანძარი იყო სასტუმრო თბილისი რუმსშიც. ცეცხლი შენობის სხვენში გაჩნდა, თუმცა მომხდარის შედეგად დაშავებულები არ არიან, რადგან ცეცხლი საცხოვრებელ ნომრებში არ ყოფილა.

რუმსის სტუმრები  გვიან ღამით სხვა სასტუმროში გადაიყვანეს. სასტუმროს ტერიტორიაზე 15 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

დამწვარია დაახლოებით 180 კვადრატული მეტრის ფართობი. შემთხვევის ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძეც იმყოფებოდა.

რუმსის დირექტორის განცხადებით, სასტუმრო მუშაობას დღეიდან განაახლებს.