„მოდუსის“ რეაბილიტაცია

ორ მილიონამდე ლარი დაიხარჯება რუსთავის პროფესიული კოლეჯის „მოდუსი“ რეაბილიტაციაზე.

დაწესებულება სრულად განახლდება და აღიჭურვება სასწავლებლის ორი კორპუსი. ამჟამად სამუშაოები დასრულების ფაზაშია. მიმდინარე პროცესი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

მარნეულის პირველი საჯარო სკოლის ახალი შენობა ახალი სასწავლო წლიდან შევა ექსპლუატაციაში. თანამედროვე სტანდარტების სამსართულიანი სკოლის შენობა 350 მოსწავლეზეა გათვლილი და ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებზე.