სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტომ ქართველი მოჭიდავეები სკანდალში გახვია. ორ მსოფლიო ჩემპიონს და ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, დილიდან ახსნა-განმარტებების გაკეთება უწევთ. სპორტსმენები ამბობენ, რომ დაღესტანში გამართულ ჩემპიონატზე რუსული დროშის ფერებიანი მაისურების ჩაცმა, ვეტერანი მოჭიდავისადმი მეგობრობის გამოხატულებაა. იგულისხმება ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატი თადეევი. სწორედ მისი ფოტოა მაისურებზე გამოსახული. დღეს ,,მოამბემ” თავად თადეევის ჩაწერაც მოახერხა.