„მობილური იუსტიციის სახლი“ – პროექტი, რომელითაც ქალაქებისგან მოშორებით დასახლებულ მაცხოვრებლებს, სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისზე მიუწვდებათ ხელი, უკვე მთელს საქართველოშია. მოქალაქეებს საკუთარი სახლის ჭიშკართან 450-ზე მეტი სერვისის მიღება შეუძლიათ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში მომსახურების გაცემის პროცესს დღეს იუსტიციის მინისტრი მოადგილეებთან ერთად დაესწრო. პროექტი ქვეყნის 10 რეგიონის სოფლებს მოიცავს და ამოქმედებიდან დღემდე სერვისებით 42 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა.