დედაქალაქი მობილობის ევროპულ კვირეულს შეუერთდა. ამასთან დაკავშირებით, ვაკის პარკიდან პირველი რესპუბლიკის მოედნამდე ველომსვლელობა გაიმართა. მობილობის ევროპული კვირეულის მოწოდებაა – „ნულოვანი გამონაბოლქვი, მოძრაობა ყველასათვის“. ევროპის ბევრი ქალაქი 2002 წლიდან, მობილობის ევროპულ კვირეულს სექტემბერში აღნიშნავს. კამპანია კარგი შესაძლებლობაა იმის საჩვენებლად, თუ რა გამოწვევების წინაშეა ქალაქი.
როგორც თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა მსგავსი ღონისძიებები ცნობიერების ამაღლების საუკეთესო საშუალებაა.
თბილისი მობილობის ევროპულ კვირეულს შეუერთდა