#მოამბე 21 საათზე, 24 ივლისი, 2024 #LIVE
  • სუს-ი ოფიციალურად ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი თავდასხმის სამიზნეა და ქართული პოლიტიკური რეალობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურის პოლიტიკიდან ჩამოცილება ფიზიკური ლიკვიდაციით სურთ – უწყება გრიფით საიდუმლო საქმის დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა აცხადებს, რომ თავდასხმა იგეგმებოდა, შესაძლოა, კვლავაც მზადდება და ტერორისტული აქტის ორგანიზება-განხორციელების კვალი უკრაინაში მყოფ საქართველოს ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებამდე მიდის
  • ჩინეთში ვიზიტად მყოფი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ჩინეთ-ბრაზილიის ექვსპუნქტიანი კონსენსუსის გულდასმით შესწავლის შემდეგ, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, უკრაინამ რუსეთთან კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვა – კრემლი კიევისგან დამატებით განმარტებებს ელოდება; პეკინი მშვიდობის მიღწევის ერთადერთ გზად პოლიტიკურ დიალოგს მიიჩნევს და კონფლიქტის მხარეებს მოლაპარაკებებში ხელშეწყობას ჰპირდება. კულებას შეხვედრა ჩინელ კოლეგასთან, ჩინეთის შესაძლო როლი სტაბილური მშვიდობის მიღწევაში და პერსპექტივა
  • ალეკო ელისაშვილის და მამუკა ხაზარაძის შერიგება წინასაარჩევნოდ – პოლიტიკური დივიდენდების სანაცვლოდ დავიწყებული უთანხმოება, შეცვლილი პოლიტიკური ორიენტირები და მოკავშირეთა ადგილმონაცვლეობა ახალ პოლიტიკურ რეალობაში; ოპოზიციის ნაწილი კოლეგების გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს, მმართველი გუნდი კი მორალური ზღვარის გადალახვაზე საუბრობს და არათანმიმდევრული მოქმედებების გამო ოპონენტებს გარდაუვალ მარცხს უწინასწარმეტყველებს
  • 2024 წლის პირველი ოქტომბრიდან კომპანიებმა თვითმმართველ ქალაქებში ყველა ახალაშენებულ კორპუსში გაზის მხოლოდ „ჭკვიანი მრიცხველი“ უნდა დაამონტაჟონ – მოქალაქეებს დამატებითი საფასურის გადახდა არ მოუწევთ; აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული პრობლემები, ელექტრონული მოწყობილობის უპირატესობა და შეფასებები

მოამბე