#მოამბე 21 საათზე, 23 დეკემბერი, 2020 #LIVE

▶ წითელი ხაზი პოლიტიკურ ბოიკოტსა და საბოტაჟს შორის – კანონპროექტით, რომელიც მმართველმა გუნდმა პირველი მოსმენით მიიღო, პარტიების დაფინანსებისა და სხვა ბენეფიტების მიღების წესი იცვლება; ოპოზიცია მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას პოლიტიკური პარტიების დაშანტაჟებად აფასებს, „ქართული ოცნების“ ინიციატივით კი კანონპროექტი ვენეციის კომისიას და ოდირს ეგზავნება;

▶ პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში – “პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერი პარლამენტში შედის; ავთანდილ ენუქიძე ოპოზიციის სტრატეგიას ემიჯნება და ბრძოლას საპარლამენტო ტრიბუნიდან განაგრძობს; მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ დეპუტატთა უმრავლესობა გადაწყვეტილებას შეცვლის და ქუჩაში დარჩენას საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას არჩევს;

▶ გიორგი გახარიას მოსმენა უმრავლესობის სხდომაზე და მომავალი მთავრობის პრიორიტეტები – ევროკავშირში წევრობის განაცხადი, პოსტპანდემიურ პირობებში ძლიერი ეკონომიკური სასტარტო პირობები, საჯარო მოხელის კომპეტენციის ზრდა და წამლების ფასისა და მოქალაქეთა ჯიბიდან სამკურნალო ხარჯების შემცირება;

▶  საქართველოს პირველი არხის კიდევ ერთი საინტერესო პროექტი ტელეკომპანია „ბიბისისთან“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაბიჯები გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად – პროექტი 50/50 მაუწყებლის კონტენტში სრული გენდერული ბალანსის მიღწევას უზრუნველყოფს; მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი პროექტის განხორციელება რამდენიმე წელზეა გათვლილი.

მოამბე