#მოამბე 21 საათზე, 22 ივლისი, 2024 #LIVE
  • ჯო ბაიდენი მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის აღარ იბრძოლებს – აშშ-ის პირველი პირის ისტორიული გადაწყვეტილების წინაპირობები, ბაიდენის რჩეული და „დემოკრატების“ სავარაუდო კანდიდატები. 56 წლის შემდეგ განმეორებული ისტორია და რეაქციები
  • მოახლოებული არჩევნები აშშ-ში და მისი გავლენა რეგიონსა და საქართველოზე – „ქართული ოცნება“ დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში ომის დასრულებას და საქართველოს მიმართ ყოველგვარი გაუგებრობის დასრულებას ელოდება, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ყველა შემთხვევაში დაისჯება; „რესპუბლიკელთა“ და „დემოკრატთა“ მკვეთრად გასხვავებული პოზიციები გლობალურ საკითხებზე, პროგნოზები და პოლიტიკური შეფასებები
  • „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მოწინააღმდეგე საპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს და კანონის გაუქმებას ითხოვს – ხელმომწერები კანონს კონსტიტუციის ორ მუხლთან შეუთავსებლად მიიჩნევენ; მმართველი გუნდი პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის საჩივრების მიღმა გარე აქტორთა მითითებებს ხედავს და მიიჩნევს, რომ სარჩელს პერსპექტივა არ აქვს
  • 2024 წლის ოლიმპიური თამაშები და 28 ქართველი სპორტსმენი საქართველოს ღირსების დასაცავად – მზადება პარიზში გასამართი მასშტაბური სპორტული შეჯიბრისთვის და ქართველ ფალავანთა შანსები; პირველი არხის ექსკლუზივი, ოლიმპიური თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია და გულშემატკივართა მოლოდინი