#მოამბე 21 საათზე, 13 ივნისი, 2024 #LIVE

დესტაბილიზაციის რისკები საქართველოში / საპროტესტო აქციები და დაპირისპირება სომხეთში

▶ დესტაბილიზაციის რისკები და პოლიტიკურ აქტორთა პოზიციები – რევოლუციის მცდელობების შესახებ სუს-ის ანგარიშს ოპოზიცია არასერიოზულს უწოდებს და მტკიცებულებების წარმოდგენას ითხოვს. მმართველი გუნდი ოპონენტებს საჯარო მტკიცებულებებზე მიუთითებს, პარლამენტის შენობაზე შტურმის მცდელობებს ახსენებს და პროცესების „მაიდანიზაციის“ წინააღმდეგ სუს-ის მიერ მაღალი სამართლებრივი სტანდარტით გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებზე საუბრობს

▶ საპროტესტო აქციები სომხეთში – ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნა და პარლამენტის შესასვლელების ბლოკირების მცდელობა, დემონსტრანტების დაპირისპირება სამართალდამცველებთან და ათობით დაშავებული და დაკავებული. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყანაში სასულიერო-ფეოდალური ელიტა მთავრობის შეცვლას ვერ შეძლებს და არეულობის ორგანიზატორები უნდა დაისაჯონ

▶ გიორგი ამილახვარის მოსმენა პარლამენტში – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული, თუ მიმდინარე პროექტები, სისტემის უპრეცედენტო ნიშნულამდე გაზრდილი ბიუჯეტი და სამომავლო გეგმები. კანონმდებელთა შეკითხვები და მინისტრის გზავნილები

▶ 9 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან – უმძიმესი დღე საქართველოსა და დედაქალაქის ისტორიაში, თბილისის ქუჩებში მომხდარი ტრაგედია, გარდაცვლილთა ხსოვნა და სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი 13 ივნისის მემორიალთან

მოამბე