#მოამბე 21 საათზე, 12 ივნისი, 2024 #LIVE
  •  საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მზადება „ევრო 2024“-სთვის და ევროპის ჩემპიონატის ყველა მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე – ეროვნული ნაკრების პირველი ვარჯიში გერმანიის ქალაქ ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე, ექვსი დღე პირველ ისტორიულ მატჩამდე და მოლოდინები. ქვეყნის პრემიერისა და დედაქალაქის მერის სტუმრობა დიუსელდორფში და მთავრობის გადაწყვეტილება თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონის აშენების შესახებ;
  • იოანე ზოსიმეს მიერ ხუცური ანბანით დაწერილი ტექსტი და X საუკუნით დათარიღებული პალიმფსესტი, რომელიც „კრისტის აუქციონზე“ ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა, საქართველოში რამდენიმე დღეში გამოიგზავნება და ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა – საუკუნეების განმავლობაში სინას მთაზე დაცული, შემდგომ კი გაუჩინარებული უნიკალური ქართული ხელნაწერის ისტორია და მნიშვნელობა;
  •  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში პარლამენტში – მთავარი აქცენტები, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები. უწყების გზავნილები და პოლიტიკური შეფასებები;
  • პრეზიდენტის საარჩევნო კამპანია, სწორება 26 ოქტომბრის არჩევნებზე და მთავარი სამიზნე ჯგუფი ახალგაზრდების სახით – ოპოზიციის ნაწილი სალომე ზურაბიშვილის მეორედ გაპრეზიდენტების პერსპექტივას შესაძლებლად მიიჩნევს, მმართველი გუნდი კი პრეზიდენტს სტრატეგიას უწუნებს და მის არაჯანსაღ ამბიციებზე საუბრობს.

მოამბე