„ქართული ოცნების“ წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თბილისში, ორ სხვადასხვა ლოკაციაზე დაანონსებულ აქციას შიდაპარტიულ დაპირისპირებას უკავშირებენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ფლანგის რეალური მიზანი არა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ პარტიაში გავლენების მოპოვებაა.
სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები