მმართველი გუნდის მზადება არჩვენებისთვის 

წინასაარჩევნო სამზადისი აქტიურ ფაზაში შედის.

შესაძლოა ერთ კვირაში მმართველმა პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატების სია წარმოადგინოს. ახლა ყველაზე საინტერესოა, როგორ დაკომპლექტდება პროპორციული სიის ათეული და ვინ იქნება სიის პირველი ნომერი. „ქართული ოცნება“ გუნდში არაერთ ახალ სახეს აანონსებს. საარჩევნო პროცესებს კოორდინაციას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე გაუწევს. სწორედ ირაკლი კობახიძეს ჩააბარეს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა, რასაც ოპოზიციური პარტიების მწვავე რეაქციები მოჰყვა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ოპონენტები ცალსახად ნეგატიურ და სიძულვილის ენაზე დამყარებულ საარჩევნო კამპანიას პროგნოზირებენ.

თეონა მანაგაძე გვეტყვის, როგორ ემზადება „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებისთვის.