მმართველი გუნდის ლიდერები დღეს პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეიკრიბნენ.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით კონსულტაციები იმართება.
შეხვედრას ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი. „ქართული ოცნების“ ოფისში იყო მისული პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატიც.