მმართველი გუნდი არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ახალ რეჟიმზე გადადის და დღეიდან მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს იწყებს.
„ქართული ოცნების“ წევრები მოსახლეობას საპრეზიდენტო პროგრამას წარუდგენენ და მათგან არსებულ პრობლემებს მოისმენენ.
ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მოსახლეობასთან ინტენსიური კომუნიკაცია ექნებათ.