ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირია დაკავებული. ის 2005 წელს დაბადებული პირია. ბრალდებული სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და ამ წუთებში ადვოკატს ხვდება. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. შემთხვევა ღამით მოხდა, მესხიას ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სტადიონთან არასრულწლოვანი ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ქუთაისის სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში.