მკვლელობა მოხდა ვარკეთილში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 46 წლის მამაკაცმა, შურისძიების ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა კი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.