მკვლელობა თბილისში

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში მომხდარ მკვლელობას იძიებს.

მოკლული ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ თბილისის ზღვაზე იპოვეს. ჭრილობები მას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით აქვს მიყენებული. პარლამენტის წევრის, ემზარ კვიციანის განცხადებით, მოკლული მისი ძმის შვილის, ბექა კვიციანის მეგობარია. დეპუტატის ინფორმაციით, უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს მისი ძმის შვილის სამძებრო ოპერაცია. საქმეში ჩართული არიან სამართალდამცავები. შსს საქმეს ორი, 108-ე და 236-ე, მუხლით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.