თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
დანაშაული ცოტა ხნის წინ ორბელიანის მოედანზე მოხდა. დამნაშავე დაკავებული არ არის. ცივი იარაღით დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში შეყვანამდე გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.