მკვლელობა სენაკში. გვიან ღამით, გორის ქუჩაზე მეზობლებს შორის დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 25 წლის მამაკაცი და დაჭრილია ორი, 30 წლამდე პირი. სამივე მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა. დაშავებულების მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობაში ბრალდებული ერთი პირი, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დააკავა, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.