ხუთი გასროლა ქუჩაში და ორი მოკლული – შემზარავი დანაშაული მოხდა რუსთავში.
ახალგაზრდა მამაკაცი მეუღლის და სიდედრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. თავდასხმა მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მოხდა. ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ის პოლიციას თავად ჩაბარდა. შემთხვევას თვითმხილველები ჰყავს. როგორც ირკვევა, ცოლ-ქმარი ბოლო პერიოდში ერთად აღარ ცხოვრობდა.