მკვლელობა ლანჩხუთის რაიონში

ლანჩხუთის სოფელ ჭანჭათში მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირია დაკავებული. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 46 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, კლინიკაში გარდაიცვალა. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.