თბილისში ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ამ წუთისთვის არსებული ინფორმაციით არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას სკოლის მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ის საავადმყოფოში შეყვანამდე გარდაიცვალა. კიდევ ერთი მძიმედ დაჭრილი მოზარდის სიცოცხლის გადარჩენას რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმები ამ წუთებშიც ცდილობენ. მისი მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარის დეტალებს გიორგი კობერიძე არკვევდა.